სიახლეები და პუბლიკაციები

16-17 აპრილს USAID-ის მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტის (JILEP) ორგანიზებით მოეწყო ორდღიანი ტრენინგი, რომელსაც უძღვებოდნენ ბატონი გიორგი ბათლიძე - საქართველოს წამყვანი იურიდიული ფირმა BLC-ის პარტნიორი და JILEP-ის იურიდიული განათლების ექსპერტი, ბატონი გიორგი ვაშაკიძე.

ტრენინგი ჩაუტარდა 10 ქართველ მოსამართლეს ქართული სახელშეკრულებო და დელიკატური სამართლის შესახებ. გარდა არსებულ სამართლებრივ სისტემაზე მსჯელობისა, ტრენინგის ფარგლებში განხილულ იქნა სახელშეკრულებო და დელიკატური მოთხოვნის საფუძვლების ურთიერთმიმართების ასპექტები, რაც მნიშვნელოვანია კომერციული სამართლის პრაქტიკისათვის. ილუსტრირებისათვის ტრენერებმა გამოიყენეს კაზუსები ქართული და ევროპული სასამართლო პრაქტიკიდან.

ტრენინგის მსვლელობის დროს მონაწილეებმა ასევე ისაუბრეს იმაზე, თუ როგორ შეიძლება სახელშეკრულებო და დელიკატურ სარჩელებთან მიმართებაში სამოქალაქო კოდექსის უფრო ეფექტურად გამოყენება. მოსამართლეებთან დისკუსიებმა აჩვენა, რომ ბევრად მეტის გაკეთება შეიძლება კომერციული სამართლის და სასამართლო პრაქტიკის გასაუმჯობესებლად, რაც უფრო პროგნოზირებადს გახდის საქართველოს ბიზნეს კლიმატს.

Copyright © 2009 BLC Professional Legal Services. All rights reserved.
The brand and logo are trademarks of BLC